· პროექტის სახელწოდება: წყალი მარგებელი
· პროექტის იდეა
ონთან მდებარეობს მინერალური წყალი ,,სორტუანი“, რომელიც უნკალურია სამკურნალო თვისებებით. მისი მიმდებარე ტერიტორია 200 კვ.მ, დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ჩვენი მიზანია მინერალური წყლის სისუფთავის დაცვა და გამოყენება.
· პროექტის აქტუალობა
პროექტის განხორციელების შედეგად მივაღწევთ ეკოლოგიური სისუფთავის აღდგენას, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და წყლის უკეთ ათვისებას.
· პროექტის მიზანი
ონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლის ,,სორტუანის“ სისუფთავის დაცვა და გამოყენება.
ამოცანები: 1) ონში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მინერალური წყლის სისუფძთავის დაცვის აუცილებლობის შესახებ
2) ,,სორტუანის“ წყლის მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავის დაცვა
3) მინერალური რესურსის გამოყენების გაფართოება
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
· პროექტის ხანგრძლივობა: 4 კვირა
· მოსალოდნელი შედეგები:
1.1 მომზადდა და დაიბეჩდა საგაზეთო სტატია
1.2 დაიბეჭდა 30 ბუკლეტი
1.3 ჩატარდა 2 ლექცია-სემინარი
2. დასუფთავდა ,,სორტუანის“ მიმდებარე ტერიტორია, დაიდგა 3 ურნა და 5 გამაფრტხილებელი ნიშანი
3. ონის მოსახლეობაში გაფართოვდა მინერალური რესურსების გამოყენება
· საჭირო რესურსი
მოსწავლე-მასწავლებელი სახელმძგვანელო ბუკლეტები, ვიდეო მასალა, ისტ-ის გამოყენება, ფორმატი, სკოცი, მარკერი, გამაფრტხილებელი ნიშანი, მერიის სამსახური
· პროექტის მსვლელობა
1. თემის შერჩევა
საგაზეთო სტატიის მომზადება
საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება
ლექცია-სემინარის ჩატარება
2. დასუფთავების სამსახურთან დაკავშირება, პრობლემის მოგვარებაში დახმარების მიზნით
ტერიტორიის დასუფთავება
ურნის დადგმა ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ
5 გამაფრთხილებელი ნიშნის დაყენება
3.1 50 ბოთლი მინერალური წყლის ჩამოსხმა და უნარშეზღუდული მოსახლეობისათვის მიწოდება-დარიგება
3.2 პროექტის შემაჯამებელი შეფასება
· საგნებთან კავშირი
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას (ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, ქიმია, ხელოვნება)
· პროექტის ხელმძღვანელი - შერაზადიშვილი ლელა
· პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lela-ceka.blogspot.com
No comments:
Post a Comment